ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

07 მაისი, 2026

ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა

თელავში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის ისტორიული მუზეუმის ორგანიზებით, მეფე ერეკლე II-ის სასახლის საელჩო დარბაზში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“.

კონფერენციაზე საზოგადოებას წარუდგინეს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული ერთობლივი კვლევა „ერეკლე II-ის დაბადების თარიღი“.

კვლევის მიხედვით, დადგენილია მეფის დაბადების ზუსტი თარიღი: 1720 წლის 7 ოქტომბერი.

სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლები აპოლონ თაბუაშვილი და ვლადიმერ კეკელია.

კონფერენციის დასასრულს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის